შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა. ღამით, თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.