თბილისში მცირე მხედველობის მქონე პირთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა
თბილისში მცირე მხედველობის მქონე პირთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა

7-დან 14 დეკემბრამდე თბილისი მცირე მხედველობის მქონე პირთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს თბილისში გაიმართა და გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ.

საქართველო პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც იტალიას და ინგლისს დაუპირსპირდება. მეორე ჯგუფში კი უკრაინა რუსეთთან და თურქეთთან მოხვდა. 

ფინალური ეტაპის კალენდარი ასეთია:

8 დეკემბერი
საქართველო-იტალია

10 დეკემბერი
საქართველო-ინგლისი

12 დეკემბერი
ნახევარფინალები

13 დეკემბერი
მატჩი მესამე ადგილისთვის

14 დეკემბერი
ფინალი