თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.