დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 300 მოჭიდავე მიიღებს.
შეჯიბრის პირველ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 61, 70, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები კი 55, 63 და 72 კილოგრამში.
12:00 საათიდან გაიმართება წინასწარი შეხვედრაბი, ხოლო 19:30 საათიდან – ნეხევარფინალური ბრძოლებია დაგეგმილი.
ტურნირის საზეიმო გახსნა 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ ასევე, რომ ეს არის ჭიდაობაში ბოლო ტურნირი წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.