თბილისში ფეხბურთში მცირედ მხედველთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა
თბილისში ფეხბურთში მცირედ მხედველთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფეხბურთში სუსტ მხედველთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. ტურნირი 7-დან 14 დეკემბრამდე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში იტალიასთან და ინგლისთან მოხვდა, მეორე ჯგუფში კი უკრაინა, რუსეთი და თურქეთი იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები ხვალ პირველ შეხვედრაში იტალიას დაუპირისპირდება. მეორე მატჩს კი 10 დეკემბერს ინგლისთან გამართავს.

მცირედ მხედველთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 14 დეკემბერს დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.

„ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, მაგრამ ნაკრების ყველა წევრი მონდომებით ვემზადებით, ღირსეულად რომ ვითამაშოთ და ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოვიპოვოთ“ – ამბობს საქართველოს სუსტ მხედველ პირთა ნაკრების კაპიტანი გიორგი გიგაური.

ილია ხიპაშვილი, უსინათლოთა და სუსტ მხედველთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „როდესაც შევიტყვეთ, რომ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობდით, ეს დიდი სიხარული იყო. მას შემდეგ ყველანაირად ვეცადეთ, რომ საორგანიზაციო საკითხები უმაღლეს დონეზე მოგვეგვარებინა და იმედია, სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან“.