”დინამო თბილისი” და ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებენ.
2018 წელს, ვიტალი დარასელიას თასი 15-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ჩატარდება. თბილისის ”დინამოს” ხელმძღვანელებმა ტურნირზე 8 კლუბი მიიწვიეს. შარშან, ფინალში ”აზ ალკმაარმა” და კიევის ”დინამომ” ითამაშეს და თასს უკრაინელები დაეუფლნენ.
მოახლოებულ ტურნირზე ”დინამო თბილისისა” და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა, ითამაშებენ სფფ- ს აკადემია, ”ესპანიოლი” (ესპანეთი), ”ჯენოა” (იტალია), ”ვიტესი” (ჰოლანდია), მოსკოვის ”სპარტაკი” (რუსეთი) და მინსკის ”დინამო” (ბელარუსი).
მატჩები 24- დან 29 აპრილის ჩათვლით ”დინამოს” აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალი ”დინამო-არენაზე” გაიმართება.