სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართველ მოკრივეებს და ძალოსნებს საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს და მათ სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მოწვეულ სტუმრებს სპორტის მიმართულებით 2018 წლის პრიორიტეტები გააცნო.
გამარჯვებულ სპორტსმენებს ასევე სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსნებმა კი კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და პირველობა არავის დაუთმეს.