თბილისის „მერანის” ფრე და მარცხი
თბილისის „მერანის” ფრე და მარცხი
ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თბილისის „მერანმა“ ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა.
 
მუხიანის სპორტულ კომპლექსში ეროვნული ლიგის დებიუტანტი თბილისელები გორის „დილას“ დაუზავდნენ. გოლები მეორე ტაიმში გავიდა: ანგარიში გორელთა მცველმა გურამ გიორბელიძემ გახსნა და „დილა“ დააწინაურა, წონასწორობა კი თბილისელთა ახალგაზრდა მოთამაშემ, ბექა ბულისკირიამ ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:1.
„მერანმა“ მეორე სპარინგი „შრომითი რეზერვების“ სტადიონზე ლიგა 2-ის ზუგდიდის „დინამოსთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა.