თბილისის „მერანი“ ლილოში საკუთარ სტადიონს აშენებს - პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება
თბილისის „მერანი“ ლილოში საკუთარ სტადიონს აშენებს - პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება
თბილისის „მერანის“ დირექტორმა ირაკლი შენგელიამ პირველ არხს განუცხადა, რომ დედაქალაქში ახალ სტადიონს აშენებს და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული გუნდი უახლოეს ერთ წელიწადში მეტოქეებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
 
„ახალი სტადიონი ლილოში აშენდება. გეგმაშია ერთი ბუნებრივი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, მთავარ არენასთან დაახლოებით 3000 კაცზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება. ფეხბურთის ფედერაციისგან სრულ მხარდაჭერსა და თანადგომას ვგრძნობთ. ისინი მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობენ, რათა თბილისში კიდევ ერთი ახალი სტადიონი აშენდეს. ვფიქრობთ, რომ მშენებლობა 6-8 თვეში დასრულდება და ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი გამართული არენა შეემატება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „მერანის“ დირექტორი ირაკლი შენგელია.
თბილისის „მერანი“, რომელმაც ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა, დასრულებულ სეზონში „სპაერის“ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე თამაშობდა, სადაც ეროვნული ლიგის მატჩების გამართვას ვერ შეძლებს. სეზონის დასრულებისთანავე „მერანის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საკუთარი ბაზისა და ბალახისსაფრიანი სტადიონის აშენება სურდათ და რომ ამას უახლოეს პერიოდში გეგმავდნენ.