საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგი ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
გასვლაზე გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის „მერანმა“ აუტსაიდერი „ზუგდიდი“ ნიქაბაძის და გოგოლაშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა მხრიდან კი, ერთადერთი გოლი ნიკოლოზ ბერიშვილმა გაიტანა.
მინიმალური ანგარიშით სძლია სტუმრად ქობულეთის „შუქურამ“ „ცხინვალს“, რომელიც გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერად ყალიბდება. თავი ამირან აბუსელიძემ გამოიჩინა.
ხვალ კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:
თელავი-სამტრედია
გურია-გაგრა
შევარდენი-კოლხეთი
სამივე შეხვედრა 17:30 წუთზე დაიწყება.