საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, თბილისის მერიის პარტნიორობით, 7 ოქტომბერს, ბოულინგში თბილისის მედიატურნირს ჩაატარებს.
ეს იქნება 2018 წლის მეოთხე მედიატურნირი ბოულინგში.
ტურნირის ფორმატი – 3 ფრეიმი (ფინალის ჩათვლით).
ტურნირზე 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის – წინა სამი ტურნირის გამარჯვებულები.
ტურნირისთვის სპეციალური თასი დაამზადა ცნობილმა მოქანდაკემ ირაკლი წულაძემ.