თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი - სეზონის მიზანი უცვლელია, ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გვსურს #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და სატრანსფერო სიახლეები დააანონსა.
„ჩვენი მიზნისგან, რომ ეროვნულ ლიგაში დავბრუნდეთ, შორს ვართ, რადგან მეორე წრის შემდეგ მეცხრე ადგილზე ვიმყოფებით და შედეგი უარყოფითია. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში ვითარებას გამოვასწორებთ.
ეროვნული ლიგაში დაბრუნება კი უცვლელი მიზანია. გაძლიერებაზე ვმუშაობთ და ორი მოთამაშე უკვე დავიმატეთ – „გაგრადან“ მეკარე ლევან შოვნაძე და წყალტუბოს „სამგურალიდან“ – ნახევარმცველი გაგი გეგუჩაძე. იმედი მაქვს, ისინი გაგვაძლიერებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან“, – ამბობს რევაზ გოცირიძე.
თბილისის „ლოკომოტივმა“ 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის ხუთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. გუნდი მზადებას 6 ივლისს გორის დილასთან შეხვედრით დაიწყებს, ხოლო ბოლო ამხანაგურს 16 ივლისს ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.
20 ივლისს „ლოკომოტივი“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალში „ბორჯომს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, 31 ივლისს „არაგვს“ შეხვდება.