თბილისის „ლოკომოტივის“ კიბერფეხბურთის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ კიბერფეხბურთის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს #1TVSPORT

27 ნოემბერს, 11:00 საათიდან სტარტს აიღებს, FIFA 22-ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. სადაც პირველი სეზონის საუკეთესო 160 მოთამაშე მონაწილეობს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს თბილისის „ლოკომოტივის“ eSports-ის ორი მოთამაშე, ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი. აქამდე თბილისელებმა ითამაშეს Blacki Cup-ზე, სადაც პორტუგალიური „ბრაგას“ eSports-ის გუნდი 4:3 დაამარცხეს.

ლოკომოტივმა“ ელექტრონულ ფეხბურთში პირველი ოფიციალური მატჩი 18 ნოემბერს გამართა, სადაც თბილისური გუნდის პირველი მეტოქე, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საუდის არაბეთის კიბერსპორტული გუნდი OWL იყო, რომლის რიგებში წინა გათამაშების გამარჯვებული ასპარეზობს და დამარცხდა.

„ლოკომოტივი” ისტორიაში ფიფა-ს მიერ ვერიფიცირებული პირველი საფეხბურთო კლუბია საქართველოში. 18 ნოემბერს, თბილისელთა eSports-ის გუნდმა ელექტრონულ ფეხბურთში პირველი ოფიციალური მატჩი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტთან, საუდის არაბეთის კიბერსპორტულ გუნდ OWL-თან გამართა და დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, 3 მატჩის ჯამში, ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, „ლოკომოტივი“ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. თუმცა გუნდი ტურნირს არ გამოეთიშა და გადაინაცვლა წაგებულების ბადეში, სადაც მეორე რაუნდში ტექნიკური მოგება ჩაიწერა, შემდეგ მესამე რაუნდში კი განის კიბერსპორტულ გუნდს სძლია.