თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონის განახლების წინ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპი დაიწყო და საკადრო სიახლეები განახორციელა. ამას გარდა, გუნდმა ხუთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდს დაემშვიდობნენ – ბიძინა მახარობლიძე, ზურა ზოსიაშვილი, რევაზ ბუშელაშვილი, ნიკოლოზ კანტიძე, ვასილ ხოსიტაშვილი და ბექა ხარაიშვილი.
თბილისის „ლოკომოტივმა“ 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის ხუთი ამხანაგური მატჩიც დაგეგმა.
გუნდი მზადებას 6 ივლისს, გორის „დილასთან“ შეხვედრით დაიწყებს, ხოლო ბოლო საკონტროლო მატჩს 16 ივლისს ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარებს.
ამხანაგური მატჩების განრიგი:
6 ივლისი: ლოკომოტივი-დილა
10 ივლისი: ლოკომოტივი-გაგრა
11 ივლისი: ლოკომოტივი-დინამო თბილისი 2
15 ივლისი: ლოკომოტივი-თელავი
16 ივლისი: ლოკომოტივი-სიონი