თბილისის „ლოკომოტივი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა - სამურკასოვი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს #1TVSPORT
დავით სამურკასოვი კარიერას „ეპისკოპში“ გააგრძელებს. თბილისის „ლოკომოტივის“ 24 წლის ლიდერის ტრანსფერზე ინფორმაციას ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩვენი კლუბი დიდი სიხარულით აცხადებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერს, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ჩვენს გუნდთან. სამურკოვასი დაიბადა თბილისში, 1998 წლის 5 თებერვალს – მისთვის ეს პირველი პირველი უცხოური გამოცდილება იქნება. მას აქვს ლიდერობის თვისებები, თამაშობს საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. თბილისის „ლოკომოტივის“ გამოცდილი მოთამაშე საკმაოდ სწრაფი და გამჭრიახია. ის „ლოკომოტივში“ ამ გუნდის აკადემიიდან ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ასაკში დააწინაურეს. ჩვენი კლუბი მიესალმება მას და უსურვებს დიდ გუნდურ და ინდივიდუალურ წარმატებებს“, – წერია „ეპისკოპის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დავით სამურკოვასმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში (17, 19, 20, 21) ითამაშა და სულ 23 მატჩი ჩაატარა, ხოლო „ლოკომოტივთან“ ერთად ჩემპიონატსა და თასზე 163 შეხვედრაში მონაწილეობდა, ევროპის ლიგაზე – 3 მატჩში.
რაც შეეხება სამურკასოვის ახალ კლუბს, „ეპისკოპი“ საბერძნეთის მეორე ლიგაში თამაშობს, სადაც გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.