თბილისის „ლოკომოტივი“ - ჩვენ ძლიერები დავბრუნდებით და წინსვლას გავაგრძელებთ #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ - ჩვენ ძლიერები დავბრუნდებით და წინსვლას გავაგრძელებთ #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებმა ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განვლილი წელი შეაფასეს და კლუბის წამყვანი მოთამაშეთა წასვლის გამო სინანული გამოთქვეს.

„დასრულდა წლევანდელი სეზონი. უამრავი თავგადასავალი, სიხარული, მარცხი და დადებითი ემოციები. დასანანია, რომ სეზონის ბოლოს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს და უსაყვარლეს ადამიანებთან დამშვიდობება მოგვიხდა. შეუფასებელია მათი შრომა და დამსახურება იმ გზაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ერთად გავდიოდით“, – წერია კლუბის მიმართვაში.

ამავე დროს, „ლოკომოტივის“ ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ გუნდი ძველ ამბიციას დაიბრუნებს.

„ჩვენ ძლიერები დავბრუნდებით. თბილისის „ლოკომოტივი“ აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა“.

შეგახსენებთ, რომ გუნდი დატოვეს დავით სამურკასოვმა, გიორგი გაბაძემ, ირაკლი სიხარულიძემ, მამია გავაშელიშვილმა, დავით უბილავამ და კახა კახაბრიშვილმა.