თბილისის „იბერია“ კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებს #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ „ოლიმპიაკოსი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ბერძნული კლუბის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩახსნამ კი „იბერიასა“ და მალტური „სლიემა უონდერერსის“, პირველი ეტაპის ნაცვლად, მეორე ეტაპზე გადასვლა გამოიწვია.
მანამდე თბილისელები საქართველოს სუპერთასისთვის იბრძოლებენ – გიორგი მიქაძის გუნდი 28 ივნისს ნახევარფინალურ შეხვედრას „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს.
„იბერიასა“ და „დინამო თბილისის“ წყვილში გამარჯვებული ფინალში ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.