თბილისის გრანდ სლემზე დღეს ათი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე დღეს ათი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 28 მარტს კაცებში სამ, ხოლო ქალებში ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრების ღირსებას ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი დაიცავს. 

90 კგ. – გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი.

100 კგ. – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ბერიაშვილი.

+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი. +78 კგ. – სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ,რომ ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს,ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.