თბილისის გრანდ სლემზე დღეს 14 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე დღეს 14 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება დაპირისპირებები კაცებში -90კგ, -100კგ, +100კგ და ქალებში -78კგ, +78კგ წონით კატეგორიებში. წინასწარი შეხვედრები 12:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 17:00-ზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებიდან დღეს იასპარეზებენ:

90კგ – ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი;

100კგ – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური;

+100კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე;

-78კგ – მარიამ ჭანტურია;

+78კგ – სოფიო სომხიშვილი. შეგახსენებთ,რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქროს,სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.