თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის სამი ქართველი იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის სამი ქართველი იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.

ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ძიუდოსიტი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამიაშვილმა რეპეჟაში გაიმარჯვეს და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან.

ტატო გრიგალაშვილმა (81) ნახევარფინალი ბელგიელ სამი ჩაუჩისთან წააგო და მესამე ადილისთვის რუს ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდება.

დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.