თბილისის გრანდ სლემის ბოლო შეხვედრაში ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემის ბოლო შეხვედრაში ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედლის მფლობელი საბა ინანეიშვილი გახდა.

დღეს 100კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი აიღო. ფინალში იგი კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე ძალიან ძლიერი ძიუდოისტები დაამარცხა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა. დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალია.