თბილისის გრანდ სლემი | შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.

საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

ლაშა შავდათუაშვილმა (73) და ტატო გრიგალაშვილმა (81) პირველი შეხვედრები მოიგეს და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ალეკო მამიაშვილის (73) ჯერ პირველი ორთაბრძოლა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.