თბილისის გრანდ სლემი | შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი მეოთხედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი მეოთხედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.

საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

ლაშა შავდათუაშვილმა (73) და ტატო გრიგალაშვილმა (81) მეორე შეხვედრებიც მოიგეს და მეოთხედფინალში იასპარეზებენ. ლაშა რუს დენის იარცევს, ხოლო ტატო აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება. ალეკო მამიაშვილის (73) ჯერ მეორე ორთაბრძოლა არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.