თბილისის გრანდ სლემი | სამი ქართველი ძიუდოისტი ოქროსთვის, ორი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | სამი ქართველი ძიუდოისტი ოქროსთვის, ორი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

ტურნირის პირველივე დღეს წარმატებულად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების წევრები. გრანდ სლემზე გამომსვლელი 10 სპორტსმენიდან ხუთს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ფინალშია და უზბეკ კემრან ნურილაევს შეხვდება. ოქროს მედლისთვის ასევე უზბეკ ძიუდოისტს დაუპირისპირდება ვაჟა მარგველაშვილი (66). ფინალშია და თბილისის გრანდ სლემის მოსაგებად იბძოლებს ეთერ ლიპარტელიანი (57), მან ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, კანადელ კრისტა დეგუჩის სძლია და ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) იჭიდავებენ.

ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.