თბილისის გრანდ სლემი | ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

კაცებში 66-კგ წონით კატეგორიაში საკუთარი პირველი შეხვედრები სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მოიგო. ვაჟა მარგველაშვილს, ბაგრატ ნინიაშვილს და ბექა წიფიანს მეოთხედფინალში გასასვლელად თითო გამარჯვება სჭირდებათ. მარგველაშვილი და ნინიაშვილი კი გასვლის შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან, 60კგ-ში ლაშა ჩადუნელმა პირველი წრე გაიარა, შაქრო შათირიშვილი კი გრანდ სლემს გამოეთიშა.

 

 

ქალებში 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს დაემშვიდობნენ.

 

 

თემურ ნოზაძეს (60) და ეთერ ლიპარტელიანს (57) ჯერ პირველი შეხვედრებიც არ ჩაუტარებიათ.

წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.