თბილისის გრანდ სლემი | ხუთი ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | ხუთი ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში ორი შეხვედრა სუფთა გამარჯვებით მოიგო და მეოთხედფინალში იასპარეზებს თემურ ნოზაძე. 66კგ-ში ნახევარფინალისტი გარანტირებული გვყავს, ვინაიდან მეოთხედფინალში ვაჟა მარგველაშვილი ბაგრატ ნინიაშვილს დაუპირისპირდება.

 

ასევე საუკეთესო რვა სპორტსმენში გასვლის შანსი აქვთ ორ ქალ ძიუდოისტს – 52 კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანს და ეთერ ლიპარტელიანს (57).

ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.