დასრულდა ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე, რომელშიც მამაკაცებმა ორ, ხოლო ქალებმა სამ წონით კატეგორიაში გაითამაშეს მედლები.
მამაკაცებს შორის -60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს (1. ლუხუმ ჩხვიმიანი; 2. ამირან პაპინაშვილი; 3. ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე), ხოლო -66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ერთი ოქრო (ვაჟა მარგველაშვილი). აქ ვერცხლის მედალი ბრაზილიელ დანიელ კარგნინს ხვდა წილად, ხოლო ბრინჯაო უზბეკ შახრამ ახადოვს (რომელმაც ლაშა გიუნაშვილი დაამარცხა) და ფრანგ დანიელ ჟანს.
სამწუხაროდ ქართველებისთვის წარუმატებლად დასრულდა ქალთა შეჯიბრებები სამივე წონით კატეგორიაში, სადაც ყველაზე ახლოს მედალთან მარიამ ჯანაშვილი იყო, თუმცა მან რეპეშაჟის პირველივე ბრძოლა დათმო და ჯილდოს გარეშე დარჩა.
რაც შეეხებათ ქალთა შორის მედალოსნებს, ადგილები ასე განაწილდა:
-48 კგ:
1. მარუსა სტანგარი (სლოვენია)
2. მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი)
3. მელანი კლემანი (საფრანგეთი) და სარა მენეზეში (ბრაზილია)
-52 კგ:
1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
2. ეველინ ჩოპი (შვეიცარია)
3. ანია სტანგარი (სლოვენია) და გულბა ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
-57:
1. ტერეზა შტოლი (გერმანია)
2. ელენ რესევო (საფრაგეთი)
3. ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი) და ამელი შტოლი (გერმანია)
ხვალ, ტურნირის მეორე დღეს, მამაკაცებს შორის -73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი და ზვიად კაპანაძე იასპარეზებენ, ხოლო -81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ნუგზარ ტატალაშვილი, ტამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და კობა მჭედლიშვილი.
რაც შეეხებათ ქალებს, აქ საქართველოს სახელით მზია ბებოშვილი (-63), ელისო სისაური (-70) და მარიამ ჭანტურია (-70) გამოვლენ.