თბილისის საერთაშორისო ტურნირის დასკვნითი დღის ფინალისტები გარკვეულია.
-90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთის ქართველი გიორგი პაპუნაშვილი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო იჭიდავებენ, ბრინჯაოს ფინალები კი ასე დაწყვილდა:
პიოტრ კუჩერა (პოლონეთი) – თეოდოროს ცელიდისი (საბერძნეთი)
ლი კოხმანი (ისრაელი) – სირილ გროსკლაუსი (შვეიცარია)
-100 კილოგრამამდე წონის ფინალში რუსი მერაბ მარგიევი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს შეხვდება. პალჩიკმა ნახევარფინალში იასონ ნემსაძე დაამარცხა. შედეგად ნემსაძე ბრინჯაოს ფინალში გადაინაცვლებს და ონისე სანებლიძესთან იჭიდავებს. ამ წონის მეორე ბრინჯაოს ფინალში ერთმანეთს ირლანდიელი ბეჯნამინ ფლეჩერი და პორტუგალიელი ჟორჟი ფონსეკა დაუპირისპირდებიან.
+100 წონაში კი ქართული ნახევარფინალი გურამ თუშიშვილმა მოიგო და ფინალში ირანელ ჯავად მაჰჯუბს შეხვდება, ლევან მატიაშვილი კი ბრინჯაოს ფინალში გადაინაცვლებს და ფრანგ ჰამზა უშანისთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ბრინჯაოს ფინალში ერთმანეთს ჰონალდიელი იურ სპაიკერსი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან.
ამრიგად დღეს საქართველოს ერთი ბრინჯაოს მედალი განაღდებული აქვს და საუკეთესო შემთხვევაში კიდევ ორ ოქროსა და ორ ბრინჯაოს მოვიპოვებთ.
ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.