თბილისის გრან-პრი: თუშიშვილის ოქრო, მატიაშვილის ბრინჯაო
თბილისის გრან-პრი: თუშიშვილის ოქრო, მატიაშვილის ბრინჯაო

დასრულდა შეჯირბი 100+ წონით კატეგორიაში, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს. ფინალურ ორთაბრძოლაში გურამ თუშიშვილმა ირანელ ჯავად მაჰჯუბს აჯობა და ოქროს მედალი მოიგო. ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და პირველი ქულა ირანელმა აიღო, თუმცა თუშიშვილმა ბრძოლის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება შეძლო და იპონით გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრინჯაოს ფინალში ქართველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა. ლევან მატიაშვილმა ფრანგი ამზა უშანი დაამარცხა, ონისე ბუღაძემ კი ჰოლანდიელ იურ სპაიკერსთან დათმო.

შედეგად, ამ წონით კატეგორიაში, საქართველომ ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.