დასრულდა შეჯიბრი -90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომლის ფინალში ერთმანეთს გიორგი პაპუნაშვილი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა და ბრაზილიელმა ოქროს ქულით მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შედეგად, გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლი მოიპოვა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ისინი პოლონელ პიოტრ კუჩერასა და ისრაელის წარმომადგენელ ლი კოხმანს გადაეცემათ.