-90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ოთხი სპორტსმენიდან ბრძოლას სამი გამოეთიშა. გიორგი გველესიანმა, თორნიკე ჯუღელმა და ნოდარ ბერიანმა თავიანთი შეხვედრები დათმეს და მედლებისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, მან თურქმენ ტეჟენ ტეჟენოვს მოუგო და მომდევნო ეტაპზე ბრაზილიელ გუსტავო ასისს შეხვდება.
ბრძოლას გამოეთიშა ასევე ნინო ოძელაშვილი, რომელმაც პირველ ეტაპზე პოლონელ მეტოქესთან წააგო.