ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი გამოდის.
მამაკაცებს შორის -90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი გველესიანი ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივს შეხვდება, გიორგი პაპუნაშვილი – თურქმენ ტეჟენ ტეჟენოვს, თორნიკე ჯუღელი – ფრანგ იბრაჰიმ კეიტას, ნოდარ ბერიანმა კი თავისი შეხვედრა უკვე დათმო და ბრძოლას გამოეთიშა. მან ბერძენ მეტოქესთან დამატებით დროში მიღებული მესამე გაფრთხილებით წააგო.
-100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც ოთხი სპორტსმენი გვყავს. ლაშა ტაველური ირანელ რამინ საფავიეს შეხვდება, ონისე სანებლიძე – გერმანელ დომინიკ შონეფელტს, იასონ ნემსაძე – ლიტველ კაროლის ბაუზას და დავით ოზბეთელაშვილი – პოლონელ ტომაშ დომანსკის.
მამაკაცებში 100+ წონით კატეგორიაშიც ტარდება შეჯიბრი და აქაც ოთხი სპორტსმენი გვყავს. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მათიაშვილი და ონისე ბუღაძე პირველ ეტაპს გამოტოვებენ, მეორე ეტაპზე კი მათი მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ქალებს შორის დღეს სამი ქართველი მონაწილეობს: ნინო ოძელაშვილი (-78), სოფიო სომხიშვილი და ელენე ქებაძე (78+)