თბილისის „დინამოში“ ახალი მოთამაშეებით გაძლიერებას გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი კი, შესაძლოა, ლევან შენგელია იყოს.
ბელგიური „ტუბიზეს“ ყოფილი თავდამსხმელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მას ჯერ აკვირდებიან და უცნობია, გუნდში ჩაირიცხება თუ არა.
„ბოლოს სამხრეთ კორეის „ტეჯონი სიტიზენში“ იჯარით გამოვდიოდი. მაგრამ ბოლო 8 თვეა ტრავმის გამო ვეღარ ვთამაშობ. მუხლი მაწუხებდა და საფრანგეთში ოპერცია გავიკეთე, 4 თვე რეაბილიტაციისთვის დამჭირდა და მხოლოდ ბოლო თვეა, რაც ვარჯიში დავიწყე. ჩემი ტრანსფერი ბელგიურ „ტუბიზეს“ ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტი 30 ივლისს დამიმთავრდა და გუნდი დავტოვე. რამდენიმე დღეა, რაც „დინამოში“ ვვარჯიშობ და გუნდის ხელმძღვანელობას ამისთვის მადლობას ვუხდი. თუმცა, კონტრაქტის გაფორმებაზე არ გვილაპარაკია“ – განაცხადა შენგელიამ პირველ არხთან.
მისი თქმით, ბელგიელებმა კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს: „ამაზე გუნდის სპორტული დირექტორი მელაპარაკა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ტრავმის შემდეგ ძირითადში თამაშს ვერ შემპირდა. ასე დარჩენა და მხოლოდ ხელფასის აღება არასწორი იქნებოდა. იმედია, საქართველოში სათამაშო პრაქტიკა მექნება და ფორმას აღვიდგენ“.