თბილისის “დინამომ” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე საკმაოდ კარგი შევსება მიიღო – კლუბს მათე ვაწაძე დაუბრუნდა.
თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 29 წლის ფორვარდმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ვაწაძე “დინამოში” 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე გამოდიოდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32 გოლი გაიტანა.
ეროვნული ნაკრების ფორვარდი დანიურ “ვიბორგსა” და “ორჰუსში” გამოდიოდა. ასევე უთამაშია ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში”, გორის “დილასა” და თბილისის “ლოკომოტივში”, ბოლოს კი დანიური “სილკებორგის” ღირსებას იცავდა. “დინამომდე” რუსული პრემიერლიგის “უფაში” ვარჯიშობა და საკონტროლო შეხვედრასი გოიც გაიტანა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და საქარტელოშ ჩამოვიდა.