თბილისის „დინამოს“ ექს-კაპიტანი „სამტრედიაში“ გადავიდა
თბილისის „დინამოს“ ექს-კაპიტანი „სამტრედიაში“ გადავიდა

გუჯა რუხაია ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიაში“ ითამაშებს. ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

32 წლის გამოცდილ მცველს თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი იანვარში დაუსრულდა და გუნდს დაემშვიდობა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამოს“ კაპიტანს „სამტრედიაში“ იწვევდნენ.

რუხაია სეზონისთვის სამტერდიელებთან ერთად ემზადებოდა და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ კონტრაქტი მხოლოდ ახლა გაფორმდა.

გუჯა რუხაიამ პროფესიული კარიერა რუსეთში დაიწყო და 10 წლის განმავლობაში რამენიმე კლუბში ითამაშა – ნოვორისიისკის „ჩერნომორეცში“, სტავროპოლის „დინამოში“, სოჭის „ჟემჩუჟინაში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“, ნაბერეჟნიე ჩელნის „კამაზში“ და ნოვოსიბირსკის „სიბირში“. თბილისის „დინამოში“ კი 2018 წლიდან ჩაირიცხა და 54 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.