თბილისის „დინამომ“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის ფორვარდი „ესბიერგშია“ და კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს უმთავრდება.
„დინამომ“ კონტრაქტი სრულად ვერ გამოისყიდა, მაგრამ დანიურ კლუბებთან შეთანხმებას ერთწლიან იჯარაზე მიაღწია.
ბუდუ ზივზივაძე 2011-2014 წლებში „დინამოში“ თამაშობდა. იყო ქუთაისის „ტორპედოს“ და „სამტრედიას“ ფეხბურთელი. 2016 წელს „სამტრედიაში“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც „ესბიერგში“ მიიწვიეს.
ზივზივაძეს დანიაში კარიერა ვერ აეწყო. 2017 წლის ბოლოდან გუნდს გაშვება მოსთხოვა და ახალ გუნდს თავადაც აქტიურად ეძებდა. მას საქართველოდან ქუთაისის „ტორპედოც“ დაუკავშირდა, თუმცა „დინამოში“ ამჯობინა, რადგან უკეთესი პირობები შესთავაზეს.