თბილისის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში 2500-ე გოლი გაიტანა - საიუბილეო გოლი მარუშიჩის ანგარიშზეა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში „სამტრედია“ 4:0 დაამარცხა და ისტორიულ ზღვარს გადააბიჯა – თბილისელებმა ეროვნულ ჩემპიონატში საიუბილეო, 2500-ე გოლი გაიტანეს.
თბილისის „დინამო“ პირველი გუნდია, რომელმაც ეროვნულ ლიგაში (ადრე უმაღლესი ლიგა) ამ ბარიერს გადააბიჯა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საიუბილეო გოლის ავტორი ზორან მარუშიჩი გახდა.
სერბმა თავდამსხმელმა „სამტრედიის“ კარში მეოთხე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+1) გაიტანა და ზუსტი თავური დარტყმით „დინამოს“ მოგება (4:0) და ისტორიული გოლი დააფიქსირა.
თბილისის „დინამო“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ეროვნული ლიგის (ადრე უმაღლესი ლიგა) გათამაშებაში პირველივე სეზონიდან მონაწილეობს და ქვედა ლიგაში ერთხელაც არ დაქვეითებულა.
დინამოელები მომდევნო მატჩს თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო კომპლექსში 8 მარტს „გაგრასთან“ ჩაატარებენ.