თბილისის „დინამომ“ ნიკა სანდოხაძე დაიმატა
თბილისის „დინამომ“ ნიკა სანდოხაძე დაიმატა
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ზამტრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ მეორე კონტრაქტი გააფორმა – ამიერიდან გუნდის ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს
 
„ნიკამ, რომელიც „დინამოს” აღზრდილია და ჩვენი გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა” – წერია თბილისის „დინამოს” განცხადებაში.
25 წლის მცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და კაპიტანი. თბილისის „დინამოში“ 2009-2012 წლებში თამაშობდა. 2019 წელს ლვოვის „კარპატში“ თამაშობდა, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. „საბურთალომ“ ცენტრალური მცველი ევროსარბიელამდე დაიმატა.