თბილისის „დინამო“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია
გორში, 10-დან 13 სექტემბრამდე, თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „გორი“ იყო. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ქალაქის 8 გუნდი იბრძოდა, რომლებიც ორ 4-4-გუნდიან ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.
14 სექტემბერს ფინალში ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულები, თბილისის გუნდები – „დინამო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, დინამოელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ფინალში შარშანაც სწორედ ეს გუნდები გავიდნენ და მაშინაც მთავარი პრიზი “დინამომ” მოიპოვა. მესამე ადგილზე ბათუმის “დინამო” გავიდა.
ტურნირის ორგანიზატორებმა და სპონსორებმა გამარჯვებული, საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს. თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ტრადიციულია და 2004 წლიდან ტარდება.