თბილისის „დინამომ“ გასვლით შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი 1913” დაამარცხა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფოთის „პარკი არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩში, ანგარიში მე-19 წუთზე აკაკი შულაიას პასით, ლევან შენგელიამ გახსნა. 78-ე წუთზე ისევ შულაიას გადაცემით ბუდუ ზუვზივაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა და „დინამომ“ 0:2 გაიმარჯვა.
ამ გოლით ზივზივაძემ 22 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილი გაიმყარა და საჩხერეს „ჩიხურას“ ფორვარდს, გიორგი გაბედავას უკვე ორი გოლით გაასწრო.
„დინამომ“ 35 ტურის შემდეგ 69 ქულა დააგროვა და ქუთაისის „ტორპედო“ ვეღარ დაეწევა – მართალია, ქუთაისელებს (63 ქულა) ქულებით შეუძლიათ თბილისელებს დაეწიონ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით უპირატესობა თბილისელებს გააჩნიათ.