თბილისის „დინამო“ ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.
თბილისური გუნდი როტერდამში, სასტუმრო NHOW HOTELS-ში დაბინავდა. დინამოელებმა საღამოს მსუბუქად ივარჯიშეს. 7 აგვისტოს თბილისელები მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი, მედიას თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე შეხვდება.
თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“, 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში შეხვდა და ორმატჩიან რაუნდში სწორედ როტერდამელთა ძლევით გავიდა ფინალში, სადაც გერმანული იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.
თბილისის „დინამო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში როტერდამის „ფეიენოორდს“ 8 აგვისტოს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.