თბილისის „დინამო“ რეკორდსმენია - 80 ქულა არცერთ ჩემპიონს არ მოუპოვებია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის რეკორდსმენია – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონი 80 ქულით დაასრულა, რაც ეროვნულ ლიგაში ჩემპიონის მიერ მოპოვებული ყველაზე მეტი ქულაა.
ეროვნული ლიგა ახალი სისტემით 2017 წლიდან იმართება. „დინამოზე“ მეტი ქულა არცერთ ჩემპიონს არ დაუგროვებია. მეორე მაჩვენებელი „საბურთალოს“ აქვს, რომელმაც ამ შედეგს 2018 წელს „დინამოს“ ამჟამინდელი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია. მესამე მაჩვენებელი აქვს ქუთაისის „ტორპედოს“, რომელიც 2017 წელს პირველ ადგილზე 78 ქულით კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გავიდა.
2017 ქუთაისის „ტორპედო“ (კახა ჩხეტიანი) 78
2018 „საბურთალო“ (გიორგი ჭიაბრიშვილი) 79
2019 „დინამო თბილისი“ 75
2020 „დინამო თბილისი“ 40
2021 ბათუმის „დინამო“ 75
2022 „დინამო თბილისი“ 80
საუკეთესო სამეული
- „დინამო თბილისი“ 80 (2022)
- „საბურთალო“ 79 (2018)
- ქუთაისის „ტორპედო“ 78 (2017)
2020 წელს ჩემპიონატი შემოკლებული ფორმატით ჩატარდა და, 36 ტურის ნაცვლად, 18 ტური გაიმართა. ამით იყო გამოწვეული „დინამო თბილისის“ დაბალი მაჩვენებელი – 40 ქულა.