თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ლეგენდების თასზე გელზერკირხენის „შალკესთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოიგო და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.
რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში თბილისელებმა გერმანული გუნდი 6:3 დაამარცხეს. კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა „შალკეს“ კარი 2-2-ჯერ აიღეს, 1-1 გოლი კი ოთარ მარცვალაძისა და დავით კვირკველიას ანგარიშზეა.
თბილისის „დინამო“ ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერს“ შეხვდება – მატჩი მცირე ხანში დაიწყება. სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა ბერლინის „ჰერტაში“ ვერ ითამაშა.