ლაშა თოთაძემ თბილისის „დინამო“ დატოვა და კარიერას ირანში გააგრძელებს. თბილისელთა 29 წლის კაპიტანმა „თელავთან“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
პირველი არხის ინფორმაციით, თოთაძე კარიერას ირანში, მაზანდარანის „ნასაჯში“, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი გველესიანი თამაშობს. გველესიანი თავიდან „ზობ აჰანში“ გამოდიოდა, „ნასაჯში“ კი 2018 წელს გადავიდა. საინტერესოა, რომ თოთაძეს ირანში შარშან ამ დროსაც იწვევდნენ, მაგრამ „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
30 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ 2014/2015 წლებში გამოდიოდა. მერე გუნდი დატოვა, თუმცა ორწლიანი პაუზის შემდეგ (2017 წელს) ისევ დაუბრუნდა. თბილისური კლუბის ფორმით თოთაძემ 103 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
„ნასაჯი“ თოთაძის პირველი უცხოური კლუბი არაა – 2008–2010 წლებში კარიერის აწყობას კიევის „დინამოში“ ცდილობდა, 2010–2012 წლებში კი უნგრეთში წავიდა და „დიორსა“ და „ლომბარდ-პაპაში“ გამოდიოდა.