თბილისის „დინამო“ - „დილასთან“ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება #1TVSPORT
თბილისის „დინამო“ - „დილასთან“ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. თბილისური კლუბის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად გაიგზავნება.

„უკრაინისთვის! ეროვნულ ლიგაში „დილას“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. კაპიტნის ფონდი აღნიშნული სოციალური აქტივობისთვის დამატებით სახსრებს უზრუნველყოფს“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში „დინამო-არენაზე“ მაყურებლების დაშვების ახალი წესი ამოქმედდა – გულშემატკივრებს თამაშის ხილვის უფლება მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე აქვთ და სატელევიზიო რეპორტაჟებშიც გამოჩნდა, რომ პირველ შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსთან“ საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო – 6 ათასამდე ადამიანი. თუმცა, მესამე ტურში ბოლნისის „სიონთან“ მატჩს გაცილებით ნაკლები ადამიანი ადევნებდა თვალს.

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში თბილისური კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ამბიციურ კლუბს, გორის „დილას“ უმასპინძლებს. „დინამო-არენაზე“ მატჩი 14 მარტს 20:00 საათზე დაიწყება.