თბილისიდან კალკუტაში - მონხილი ინდოეთში ითამაშებს
თბილისიდან კალკუტაში - მონხილი ინდოეთში ითამაშებს

ვიქტორ მონხილი, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამო“ დატოვა, კარიერას ინდოეთის სუპერლიგის კალკუტას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

გერმანული სამენჯერო ინტერნეტ-სააგენტოს ცნობით, 27 წლის ესპანელი მცველი კლუბში ოფიციალურად 2020 წლის პირველი იანვრიდან ჩაირიცხა.

საინტერესოა, რომ კალკუტას „ატლეტიკოში“ მთავარი მწვრთნელი და ოთხი მოთამაშე ესპანელია. აქამდე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ვიქტორ მონხილის მიწვევა ბათუმის „დინამოს“ სურდა. კალკუტას გუნდი ინდოეთის სუპერლიგის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.