საქართველოს პარაძიუდოსა და ძიუდოს ფედერაციების, ასევე უსინათლო სპორტსმენთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით, 22-23 თებერვალს თბილისი პირველად უმასპინძლებს მსოფლიო თასს უსინათლო ძიუდოისტთა შორის.
ძიუდოს აკადემიაში 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მამაკაცთა ნაკრებიც იასპარეზებს. მედლები შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდება. IBSA მსოფლიო თასზე მონაწილეობას პარალიმპიური ჩემპიონი ზვიად გოგოჭურიც მიიღებს.
ოფიციალური გახსნა – 22 თებერვალი, 16:30. წინასწარი შეხვედრები – 22, 23 თებერვალს, 11:00. ფინალური ბლოკი – 22, 23 თებერვალი, 17:00 საათზე დაიწყება.