ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისის სპორტის ახალი სასახლე სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
თბილისში პირველობისთვის 31 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის დღეს წარმატებულები 3-3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა ორივე ასაკში სულ 8 სხვადასხვა სინჯის, მათგან 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დღეს ჩემპიონები ჭაბუკთა ნაკრების წევრები 48 და 60 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გიორგი მეხრიშვილი და ავთანდილ მუკბანიანი გახდნენ.
ხვალ წარმატებულები უკვე ორივე ასაკის 4-4 წონით კატეგორიაში გამოვლინდება. წინასწარი შეხვედრები 10 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17 საათზე დაიწყება.