თბილისი პირველად 7x7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
თბილისი პირველად 7×7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს, „Socca Grand Prix Sevens“-ს უმასპინძლებს, რომელიც 11-15 სექტემბერს „მზიურში“ მდებარე სტადიონზე ჩატარდება.
თამაშები 11 სექტემბერს 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ტურნირის ოფიციალური გახსნა 20:30 საათზეა დაგეგმილი. საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი პირველად ტარდება და მთავარი პრიზისთვის 13 ქვეყნის 16 გუნდი იბრძოლებს – ოთხი ქართული და 12 უცხოური. გუნდები წარმოადგენენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, ბელგიას, უკრაინას, თურქეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, კვიპროსს, ეგვიპტესა და ომანს.
ტურნირი International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივი პროექტია, ადგილობრივი ორგანიზატორი კი საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაციაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა.
საქართველოს 7×7 ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ISF-ის ორგანიზებულ ჩემპიონატებში სამი წელია მონაწილეობს.