დღეს ჰუალინგში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში. ეს გახლავთ პირველი სარეიტინგო ტურნირი ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის, რომელშიც მონაწილეობას 45 ქვეყნის, 500-მდე წარმომადგენელი იღებს.
დღეს დაპირისპირებები რაპირით ფარიკაობაში გაიმართა. მსოფლიო თასის გათამაშებას, საპატიო სტუმრის რანგში, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი დაესწრება. 9 ნოემბერს, 18:00-ზე, ტურნირის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. იგეგმება მოწვეული საპატიო სტუმრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 10 ნოემბერს გაიმართება ეტლით ფარიკაობის მსოფლიო კონგრესი. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს პარასპორტსმენების დაჯილდოვებით და დახურვის ცერემონიალით დასრულდება.
მსოფლიო თასის პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში იასპარეზა საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა. ქართული დელეგაცია მედლებს ელოდება ხმლით ფარიკაობაში, რომელიც სასტუმრო ჰუალინგში ზეგიდან დაიწყება.